სამართალი
"ოცნების" ყოფილი დეპუტატი რძლის თვითმკვლელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს
50 წლის ქალი, რომელმაც დღეს, 27 იანვარს ახალქალაქში თავი მოიკლა, ყოფილი პარლამენტარის, ენზელ მკოიანის ძმის ცოლია. "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატის თქმით, თვითმკვლელობის მიზეზი, სახელმწიფოს მხრიდან მათ ოჯახზე განხორციელებული ზეწოლაა.

„ჩვენი ოჯახი ძალიან დატანჯეს, ქალი თვითმკვლელობამდე მიიყვანეს. შარშან, 4 ოქტომბერს მის ქმარს ფიზიკურად გაუსწორდნენ, მისი შვილი დააკავეს. არ აძლევდნენ უფლებას, რომ საკუთარ შვილთან ესაუბრა. მოდიოდა ქალი და ტიროდა, მთხოვდა შვილთან სატელეფონო საუბრის უფლება მომეპოვებინა. შემდეგ ჩემს ძმას მანქანა აუფეთქეს, კანტუზია მიიღო. შემდეგ გაზისა და ჰესის ბიზნესები გაგვიჩერეს. ამდენს ვეღარ გაუძლო და თვითმკვლელობამდე მივიდა“,
- ამბობს „მეცხრე არხთან“ ენზელ მკოიანი.

გარდაცვლილი ახალქალაქის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

| Print |