სამართალი
ახალციხეში მოკლული ქალი დღეს დაკრძალეს
70 წლამდე ქალი, რომელიც სავარაუდოდ, მოკლეს, დღეს, სამ მარტს დაკრძალეს. მეზობლები ამბობენ, რომ ცხედარს დაზიანებები სახისა და ზედა კიდურების არეში აღენიშნებოდა. 

შემთხვევა ოთხი დღის წინ, რუსთაველის ქუჩაზე მოხდა, თუმცა გამოძიებას დამნაშავე ამ დრომდე არ დაუკავებია. შინაგან საქმეთა სამინისტროში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გრძელდება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მარტოხელა ქალი გარდაცვლილი 27 თებერვალს, საკუთარ სახლში იპოვეს. ექსპერტის თქმით, ცხედარს დაზიანებები ჰქონდა. პოლიციამ დამნაშავის ძებნა იმ საღამოსვე დაიწყო. ადგილზე მუშაობდნენ კინოლოგებიც.
| Print |