სამართალი
ახალციხეში ავარია მოხდა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ვალეს დამაკავშირებელ, ცენტრალურ გზაზე. ერთმანეთს ორი მსუბუქი მანქანა შეეჯახა. 

შემთხვევა 18 მარტს, დაახლოებით 09:00 საათზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, მანქანები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

შსს-მ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის შესაბამისად, სამართალდამრღვევი მძღოლი დააჯარიმა.
| Print |