სამართალი
ადიგენში მანქანა დაიწვა
ადიგენის სოფელ ვარხანში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და აფეთქდა. შემთხვევა 11 აპრილს, გვიან ღამით მოხდა. ვარხნელების თქმით, თავდაპირველად ცეცხლი ავტომობილის ელექტროგაყვანილობაზე შენიშნეს და მის ჩაქრობას შეეცადნენ, თუმცა რამდენიმე წუთში მანქანა აფეთქდა და სრულად დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„მანქანის პატრონი სტუმრად იყო მოსული, როცა შენიშნეს ცეცხლი ვედროებით ასამდნენ წყალს, მაგრამ უცბად მოედო მთელ მანქანას და აფეთქდა“, - გვითხრეს თვითმხილველებმა.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამართალდამცველები. რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება და რა სახელდება სავარაუდო მიზეზად - პასუხს შსს-დან ველით.
| Print |