სამართალი
შსს-მ რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოავლინა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მოქმედი რეგულაციების დარღვევის 993 ფაქტი გამოვლინდა. უწყების ინფორმაციით, პოლიციამ 92 ფიზიკური და 2 იურიდიული პირი დააჯარიმა, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 793 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 106 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
| Print |