სამართალი
აბასთუმანში ცეცხლსასროლი იარაღით მამაკაცი მოკლეს
ერთი გარდაცვლილი და ერთი დაჭრილი ასე დასრულდა სიტყვიერი და ფიზიკური შელაპარაკება დაბა აბასთუმანში. ადგილობრივების ინფორმაციით კურცხანას ხეობაში ორი მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც სანადირო თოფით ერთი მამაკაცი მოკლეს, მეორე კი დაჭრეს.

დაჭრილი მამაკაცი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში შეიყვანეს, კლინიკური მენეჯერის რევაზ კუჭუხიძის თქმით პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

დააკავეს თუ არა ბრალდებული ამ ინფორმაციას შსს-სგან ველით. 
| Print |