სამართალი
ჭრილობა გულ-მკერდის არეში, დაზიანებულია ფილტვი და აორტა - სამედიცინო ექსპერტი
ტყვია ამოღებულია მარცხენა იღლიიდან, ექსპერტიზა დაადგენს რა ტიპის იარაღითაა ჭრილობა მიყენებული - განუცხადა tv9news.ge - ს ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენელმა სამცხე-ჯავახეთში. დავით მერაბიშვილი ამბობს, რომ 1987 წელს დაბადებული დავით მელიქიძეს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, მას დაზიანებული აქვს ფილტვი და აორტა.

მკვლელობაში ბრალდებული აბასთუმნის მკვიდრია, ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გაისროლა.

სავარაუდოდ, საქმე ეხება აბასთუმანი-საირმეს დამაკავშირებელ შემოვლითი გზის მშენებლოას, რომელიც კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილსა და ბრალდებულს უთანხმოება სამუშაოების საკითხზე მოუვიდათ. 

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან დაპირისპირება შპს "ჯეუ გრუპის" ქვეკონტრაქტორ კომპანიებს შორის მოხდა.

აბასთუმანში, მდინარე კურცხანას ხეობაში, შემოვლითი გზის სამშენებლო სამუშაოებზე მომხდართან დაკავშირებით, სადაც ერთი ახალგაზრდა მოკლეს, მეორე კი დაჭრეს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ–ის 108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
| Print |