სამართალი
პოლიცია მკვლელობაში ბრალდებულს ისევ ეძებს

 

მეორე დღეა რაც აბასთუმანში, კურცხანას ხეობაში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სამართალდამცველები ეძებენ. საპოლიციო კონტროლი გამკაცრებულია დაბა აბასთუმანსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. პოლიცია ყველა სატრანსპორტო საშუალებას ამოწმებს.

პირი, რომელმაც ერთი ადამიანია მოკლა, მეორე კი დაჭრა, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული აბასთუმნის მკვიდრია. 

ინცინდენტი 23 აპრილს მოხდა. სავარაუდოდ, საქმე ეხება აბასთუმანი-საირმეს დამაკავშირებელ შემოვლითი გზის მშენებლობას, რომელიც კურცხანას ხეობაში მიმდინარეობს. ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილსა და ბრალდებულს უთანხმოება სამუშაოების საკითხზე მოუვიდათ, რა დროსაც ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გაისროლა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

გარდაცვლილი 34 წლის დავით მელიქიძეა, დაშავებული კი მისი მეგობარი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მარჯვენა მკლავზე ესროლეს.

სამედიცინო ექსპერტის დავით მერაბიშვილის თქმით, გარდაცვლილ მამაკაცს ჭრილობა გულ-მკერდის მარჯვენა ზედაპირზე, ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.

 

| Print |