სამართალი
გამოძიება განიხილავს ვერსიას, რომ აცრამდე მეგი ბაქრაძემ ორსულობის შესაწყვეტად აბები მიიღო

 

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციით, გამოძიება ექთნის გარდაცვალების ერთ-ერთ ვერსიად აცრამდე რამდენიმე დღით ადრე ორსულობის საწინააღმდეგო აბების მიღებას ამუშავებს. ადვოკატის განცხდებით, საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რაც გამოძიებას ამ მედიკამენტების მიმართ მიანიშნებდა, შესაბამისად, მისთვის გაუგებარია, რატომ მუშაობს გამოძიება ამ ვერსიაზე.

მეგი ბაქრაძის ორსულობას გამორიცხავენ ოჯახის წევრები. გარდაცვლილი მედდას ქმარი და დედამთილი ამბობენ, რომ გამოძიება კვალის არევას და რეალური მიზეზის დაფარვას ცდილობს.

შეგახსენებთ, რომ 28 წლის ექთანს მეგი ბაქრაძე „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
| Print |