სამართალი
ავარია ფარეხასთან - არიან დაშავებულები
ახალციხე-ადიგენის გზაზე, ფარეხასთან მომხდარი ავარიის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, მანქანა გზის სავალი ნაწლიდან გადავარდა.

გზიდან გადავიდა და ბოძს დაეჯახა, მე რომ გავიარე მანქანა სულ ამოტრიალებული იყო, მძიმე სანახაობა დამხვდა, ორი ბავშვი და დედა დავინახე”, - ამბობს თვითმხილველი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. მკურნალი ექიმების თქმით, 30 წლამდე ქალის მდგომარეობა მძიმე იყო, ამიტომ საჭირო გახდა თბილისში გადაყვანა.

“ ქალის მდგონარეობა მძიმე იყო მას წელზე მალების ტრამვა ჰქონდა მიღებული, ბავშვების მდგომარეობა კი საშუალო სიმძიმისა”, - ამბობს კლინიკური მენეჯერი რევაზ კუჭუხიძე.

დაშავებული ქალი თბილისში, კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს.

რა მუხლით იძიებს მომხდარს შსს - უწყებიდან პასუხს ამ დრომდე ველით.
| Print |