სამართალი
მძღოლი, რომელიც ხერთვისთან ახალგაზრდა მამაკაცს დაეჯახა დაიჭირეს
მძღოლი, რომელიც ასპინძის სოფელ ხერთვისთან ქვეითს დაეხაჯა დღეს, 29 აპრილს დააკავეს.
ხეოთში დაუმალია მანქანაო და წამოსულა ახალციხეშიო და გზაში დაუჭერია პოლიციასო. საკუთარი მანქანააა სამსახურის არაოზ
„ხეოთში დაუმალავს მანქანა და ისე წამოსულა ახალციხეში, გზაში დაუჭერია პოლიციას. საკუთარი მანქანით ყოფილა, მუსხიდან არის ეს კაცი, თუმცა წლებია ახალციხეში ცხოვრობს.
ქარხანაში მუშაობდა და ,,მარშუტკით" რძე დაჰქონდა ხოლმე“- ამბობს სოფელ ხეოთის მერის წარმომადგენელი ემზარ ოქრომელიძე.

ასპინძაში, სოფელ ხერთვისში მანქანის შეჯახების შედეგად გარდაცვლილ კაცს, ოჯახის წევრები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა კაცს მანქანა სავარაუდოდ მთელი ძალით შეეჯახა, რადგან ადგილზე მუხრუჭის კვალიც არ არის.

,,ფერდობია, ისეთი ადგილია, თუ სპეციალურად არ დაიწყებ ამ ადგილზე ძებნას, ასე შემთხვევით არ გამოჩნდება. სავარაუდოდ ორი-სამი საათის მომხდარი მაინც იქნებოდა, როცა ს.ქ.-ს ძებნა დავიწყეთ. შეუძლებელია, მანქანა ისე დაჯახებოდა, მძღოლს ვერ გაეგო. როგორც მინიმუმ ისეთი ხმა ექნებოდა, მარტო ხმისთვის მაინც უნდა მიექცია ყურადღება. არადა, რომ მიეხედა იმ დალოცვილს, იქნებ გადარჩენილიყო კიდეც" - ამბობენ ხერთვისში.

,,სოფლის შესასვლელშივე ცხოვრობენ, ორი ძმა და ერთი და დარჩა. საწყალი მშობლები კი გამწარდნენ".

გარდაცვლილი ახალციხის ექსპერტიზის ბიუროში გვიან ღამით გადაიყვანეს. ექსპერტ დავით მერაბიშვილის თქმით, გარდაცვლილს მრავლობითი დაზიანება, მათ შორის ქალას ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა.

შემთხვევა 28 აპრილს, 21:00 საათზე მოხდა. 40 წლამდე მამაკაცს მანქანა დაეჯახა და ადგილზევე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

| Print |