სამართალი
ერთ დღეში რეგულაციების დარღვევის 410 ფაქტი გამოვლინდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რეგულაციების დარღვევის 410 ფაქტი გამოვლინდა. პოლიციამ 69 პირი დააჯარიმა, რომლებმაც 21 საათიდან დილის 5 საათამდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვის წესი დაარღვიეს.

გარდა ამისა, პირბადის ტარების წესის დარღვევის ფაქტზე, 292 ფიზიკური პირი დაჯარიმდა, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის 49 ფაქტი გამოვლინდა.

პირბადის ტარების წესის დარღვევა იწვევს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით, ხოლო პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევა ითვალისწინებს 40 ლარით დაჯარიმებას.

იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა იწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 10 000 ლარის ოდენობით.

განმეორებითი ჯარიმა კი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
| Print |