სამართალი
,,ორ ნაბიჯში" მსუბუქი ავტომობილი შევარდა
ავტომანქანა, რომელშიც ორი პირი იმყოფებოდა, სუპერმარკეტში შევარდა. ახალციხეში, შემთხვევა დაახლოებით 17:50 სთ-ზე მოხდა. სავარაუდოდ, მაღალი სიჩქარით მოძრავმა მანქანამ შეანგრია ვიტრინა და შენობაში შევარდა, დახლებთან შეჯახების შემდეგ კი ავტომობილი გაჩერდა.
რაც შეეხება მანქანაში მყოფ ორ პირს, ორივე მათგანს დაზიანებები აღენიშნება. სასწრაფო დახმარების ბრიგადა მათ პირველად დახმარებას მედიკოსები უწევენ. თვითმხილველების განცხადებით,
,,დალეწილია ვიტრინა და მილები. მძღოლი უკანა სვლაში ჩაგდებას ცდილობდა, შეეშალა და წინასვლით წავიდა მაღალი სიჩქარით, კიდევ კარგი ტროტუარზე არავინ იყო. მაშინვე სუპერმარკეტში შევარდა".
ადგილზე მობილიზებულნი არიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები. მძღოლს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა.


| Print |