სამართალი
ისეთი ხმა იყო, მეგონა კორპუსი ჩამოინგრა - თვითმხილველები ავარიის შესახებ
კოსტავას ქუჩაზე, სუპერმარკეტ „ორ ნაბიჯში“ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარებს. მეხანძრე-მაშველები ობიექტს და ტროტუარს მინებისგან და დამტვრეული კონსტრუქციებისგან წმენდენ.

შემთხვევა 7 მაისს, დაახლოებით 17:50 სთ-ზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლს მანქანის დაძვრა უკუსვლით უნდოდა, თუმცა სავარაუდოდ შეეშალა და წინ წავიდა, ტროტუარზე ავიდა და მაღაზიაში შევარდა.

მსუბუქი ავტომობილის ორი მგზავრიდან არც ერთი დაშავებულა.

შსს-ში ამბობენ, რომ მძღოლს ადმინისტრაციული წესით ჯარიმა დაეკისრა.

| Print |