სამართალი
ადიგენსა და ბორჯომში ხე-ტყის უკანონო ჭრის სამი ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ჭრის სამი ფაქტი გამოავლინეს.

"ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ზანავისა და საირმეს მიმდებარედ, ასევე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ თორის მიმდებარე ტყის ბუდეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს სამი ძირი წიწვოვანი სახეობის (ნაძვი) და 1 ძირი ფოთლოვანი სახეობის (მუხა) ხე-ტყე.

მოქალაქეების მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები. მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1 აპრილიდან 30 აპრილის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 210 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 12 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს", - ნათქვამია ინფორმაციაში.
| Print |