სამართალი
აბასთუმანში დაკარგულ ახალგაზრდებს დრონით ეძებენ
დაბა აბასთუმანში ახალციხელ ახალგაზრდებს მესამე დღეა ეძებენ. ისინი ტყეში ხუთ ივნისს, დღისით შევიდნენ, მას შემდეგ კი აღარ გამოჩენილან. ადგილობრივების თქმით, სავარაუდოდ შვიდ ახალგაზრდას ტყეში გზა აებნა და უკან ვეღარ დაბრუნდნენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ბოლოს ახალგაზრდები ტყეში მწყემსმა, 5 ივნისს, დაახლოებით 17:00 საათისთვის ნახა. მისი თქმით, ახალგაზრდებს ცეცხლი ენთოთ და სუფრა ჰქონდათ გაშლილი. მას შემდეგ დაკარგული ახალგაზრდები არავის უნახავს. მათთან დაკავშირება ვერც ტელეფონით ხერხდება. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ძებნის პროცესში 40–მდე მაშველია ჩართული. დაკარგულებს კი დრონის საშუალებით ეძებენ.
შეგახსენებთ, რომ აბასთუმანში სალაშქროდ წასული შვიდი ახალგაზრდიდან ერთ–ერთი ახალციხელია, მისი ახლობლები აცხადებენ, რომ ბოლოს კონტაქტი მასთან 5 ივნისს ჰქონდათ. ისინი სავარაუდოდ ზეკარის უღელტეხილზე იმყოფებოდნენ. ახალგაზრდები ტყეში სალაშქროდ 5 ივნისს წავიდნენ.


| Print |