სამართალი
უდეში ახალგაზრდა მამაკაცის დაკავებას ხმაური მოჰყვა
ადიგენის სოფელ უდეში, 28 წლის გოჩა აზირაშვილის დაკავებას ხმაური მოჰყვა. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მასზე ადიგენელმა სამართალდამცველებმა იძალადეს. დაკავებული ნარკოლოგიურ შემოწმებაზე, ახალციხეში გადაიყვანეს. 

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტთან მივიდა აზირაშვილის დედა, რომელიც ამბობს, რომ ადიგენის პოლიციის უფროსი თამაზ ფაილოძე აიძულებს, ახალგაზრდა მამაკაცმა რეგიონი დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იარაღისა და ნარკოტიკების ჩადებით ემუქრება. 

"უდის ცენტრში იყო, მივიდა პოლიცია, წაიყვანეს. ადიგენის პოლიციის უფროსმა "ლიმონკა" გაუთამაშა, გინდა ჩაგიდო და ექვსწლიანზე გაგამგზავროვო? პოლიციის უფროსი რომ ამას გააკეთებს, ვისი იმედი უნდა გქონდეს? აღარ შემიძლია ამდენი უსამართლბა. პირველად სტუდენტი იყო, ბორჯომში "ლიმონკა" ჩაუდო კალანდაძემ (სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ავტ.) და დააჭერინა", - ამბობს სამმართველოს შენობასთან დაკავებულის დედა.

რა მიზეზით არის დაკავებული გოჩა აზირაშვილი - პასუხს შსს-დან ველით.

ადგილზე იმყოფება ჩვენი გადამღები ჯგუფი და დეტალებს მოგვიანებით მოგაწვდით.
| Print |