სამართალი
ასპინძაში მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს
ასპინძის სოფელ ნიჯგორში მაღაზიის დაყაჩაღება სცადეს. თვითმხილველების თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი ობიექტზე შეღწევას შეეცადა, თუმცა მარკეტიდან ვერაფრის წაღება მოახერხა. ინციდენტი 28 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა. 

"მთვრალი იყო, შიგნით ვერც მოასწრო შესვლა, გარეთვე "სპორი" მოუვიდა, მაღაზიიდან არაფერია წაღებული", - გვითხრეს თვითმხილველებმა. 

შემთხვევის ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 

დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან შვიდ წლამდე.
| Print |