სამართალი
„თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს
იმ ადგილზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიება იმართება, ხმაური იყო. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ღონისძიების მონაწილეებს ქვები, კვერცხები და ბოთლები ესროლეს. აქციის მონაწილეები ითხოვენ, რომ არ ჩატარდეს კვირეული.

ტერიტორიაზე, სადაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული ღონისძიების ჩატარებაა დაგეგმილი, დიდი რაოდენობით პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცავთა ადგილზე მობილიზება უკავშირდება იმას, რომ ტერიტორიაზე მივიდნენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდგეები, რომლებიც ღონისძიების ჩაშლას აპირებენ.

საპატრულო და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებს გაკეთებული აქვთ ცოცხალი ჯაჭვი. ასევე ტერიტორიაზე განთავსებულია რკინის კონსტრუქციები.

„თბილის პრაიდის“ დღევანდელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართება კინოჩვენება, სადაც მიწვეულები არიან სხვადასხვა ორგანიზაციის წარმომადგენლები და ელჩები. ჯერჯერობით ღინისძიებაზე სტუმრები არ მისულან. ფილმის ჩვენება დახურულ სივრცეში იგეგმება.

პარალელურად კი ტერიტორიაზე აქციას მართავენ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები. ისინი ითხოვენ, რომ „პრაიდის“ ღონისძიებები არ ჩატარდეს.
| Print |