სამართალი
ნინოწმინდელი მოზარდი ფარავნის ტბაში დაიხრჩო
ნინოწმინდაში, ფარავნის ტბაში 17 წლის მოზარდი დაიხრჩო. შემთხვევა ორ ივლისს, გვიან ღამით მოხდა. რადიო nor-ის ინფორმაციით, 17 წლის ვ.ტ. დაახლოებით, 23:00 საათზე წყალში საცურაოდ შევიდა და დაიხრჩო.

ცხედარი ტბადან მყვინთავებმა ამოიყვანეს. გარდაცვლილი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოკას მკვიდრია.
| Print |