სამართალი
ავარია თუ განზრახ მკვლელობა - ქარუმიძეები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ
სერგო ქარუმიძე გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. სოფელ ხერთვისში მცხოვრები ოჯახი სამართალდამცველებს უნდობლობას უცხადებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. 38 წლის ბორის ქარუმიძეს სოფელ ხეოთის მკვიდრი 28 აპრილს დაეჯახა, რის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ქარუმიძეები ირწმუნებიან, რომ მომხდარი განზრახ მკვლელობაა და არა უბედური შემთხვევა.

გარდაცვლილის მამა აცხადებს, რომ ადგილი, სადაც მის შვილს ოპელის მარკის ავტომანქანა დაეჯახა, კამერები მრავლად არის. მიუხედავად ამისა, გარდაცვლილის ოჯახს უთხრეს, რომ მხოლოდ 7 წამიანი ჩანაწერი არსებობს, რომელზეც პრაქტიკულად არაფერი ჩანს. მამის ინფორმაციით, მომხდარიდან მალევე ბრალდებულს ახალგზარდა ქალი ელაპარაკება, რომელიც საქმეში არსად ჩანს.
რაც ვერ ნახა იმ კამერების ჩანაწერებიდან, რომელიც შემთხვევის ადგილზეა განთავსებული, ნახა კაფის ახლოს მდებარე კამერების ჩანაწერებში, რომელიც შემთხვევის ადგილიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს. შემთხვევის ადგილის საეჭვო დეტალებზე საუბრობს გარდაცვლილის და ირინა ხოსიაშვილი.

საქართველოს პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დასრულდა.


| Print |