სამართალი
ჭრილობები იყო მძიმე და სიცოცხლესთან შეუთავსებელი - ოლიკო ბუაჩიძე
ბორჯომის „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკური მენეჯერის, ოლიკო ბუაჩიძის ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი კლინიკაში კისრისა და მხრის მრავლობითი ჭრილობებით შევიდა და დაზიანებები მას, სავარაუდოდ, ცივი იარაღით მიაყენეს.

როგორც მან მეცხრე არხთან განმარტა, პაციენტი მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, თუმცა კრიტიკული მდგომარეობიდან გამომდინარე, დაახლოებით 40 წუთში გარდაიცვალა.

„დილის საათებში შუახნის მამაკაცი თვითდინებით შემოვიდა. მას ჰქონდა მრავლობითი ჭრილობები კისრის და მხრის არეში. რა გზით იყო მიყენებული ჭრილობები, დაზუსტებით ვერ გეტყვით. სავარაუდოდ, მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. პაციენტს მაშინვე ჩაუტარდა სარეანიმაციო ღონისძიებები. ჭრილობები იყო მძიმე და სიცოცხლესთან შეუთავსებელი. შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, - განაცხადა ბუაჩიძემ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

| Print |