სამართალი
ახალციხეში ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხე-ბორჯომის დამაკავშირებელ, ცენტრალურ გზაზე. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ. შემთხვევა სოფელ აგარასთან, დაახლოებით 17:30 საათზე მოხდა.

თვითმხილველების თქმით, დაშავდა ერთი პირი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
| Print |