სამართალი
ავარია ახალციხეში - არის მსხვერპლი
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ახალციხის გზაზე. სოფელ წყორძაში მანქანა, რომელშიც ექვსი ადამიანი იმყოფებოდა, ხევში გადავარდა.

,,ეკლესიასთან ვიწრო მოსახვევია, "ურალით" იყვნენ. ზუსტად რა მოხდა ჩვენც არ ვიცით. უბედურება კი დატრიალდა", - გვითხრეს ადგილობრივებმა.

შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, 3 კი საავადმყოფოში გადაიყვანეს, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
| Print |