სამართალი
ავარიას ორი ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხის, სოფელ წყორძასთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გარდაცვლილები და დაშავებულები სოფელ წყორძის მაცხოვრებლები არიან.

ადგილობრივების ინფორმაციით, ექვსივე მათგანი ტყიდან მოდიოდა, რა დროსაც მანქანა ხევში გადავარდა. შემთხვევა წყორძის ეკლესიასთან მოხდა. ,,იქ არც ჯებირია და არც არაფერი. რა შეაკავებდა. დაბლა კი იმხელა ხრამია".

შემთხვევის შედეგად დაშავდა სამი და გარდაიცვალა ორი ადამიანი. გარდაცვლილი მამაკაცები ბიძაშვილები დ.ც და თ.ც. არიან.


შემთხვევა 22 აგვისტოს, დაახლოებით 23:30 სთ-ზე მოხდა. ექსპერტ დავით მერაბიშვილის თქმით, ,,ორ ახალგაზრდა მამაკაცს ჩაუტარდა ექსპერტიზა".

,,მამა-შვილს დაჟეჟილობები აღენიშნება და მათი მდგომარეობა სტაბილურია. მესამეს მდგომარეობა კი, როგორც ექიმები გვეუბნებიან, მძიმეა" - განმარტავენ დაშავებულთა ახლობლები.
| Print |