სამართალი
ახალციხეში ელექტროშოკური აპარატით 26 კგ. თევზი უკანონოდ დაიჭირეს
ახალციხის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარზე, მოქალაქეები ელექტროშოკური აპარატის გამოყენებით, გასაბერი ნავიდან თევზს უკანონოდ იჭერდნენ, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებმა აკრძალული წესით 26  კგ. თევზი დაიჭირეს. 

"ვინაიდან საქმე შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, უკანონო თევზჭერის 40 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
| Print |