სამართალი
ახალციხეში სამხედროების მანქანას ტრაილერი დაეჯახა
14 ოქტომბერს, ახალციხე-ბორჯომის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ აწყურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილს, რომელსაც სამხედრო პირები გადაჰყავდა, ტრაილერი დაეჯახა. შემთხვევის გამო, ავტომობილების მოძრაობა ამ დრომდე (17:24) შეფერხებულია. 

შემთხვევის შედეგად ზედაპირული დაზიანება მიიღო ერთმა სამხედრომ. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა, მისი გადაყვანა სამედიცინო დაწესებულებაში საჭირო არ გახდა.

დაიწყო თუ არა საქმის მოკვლევა - შსს-დან პასუხს ველით.
| Print |