სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევას 58 წლის კაცი ემსხვერპლა
ახალციხეში, 16 ოქტომბერს, სოფელ აგარის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად 58 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.  თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი სოფელ აწყურიდან იყო. კაცი ხელის ტრაქტორს მართავდა, რა დროსაც მანქანა დაეჯახა.

დაიწყო თუ არა გამოძიება, რედაქცია პასუხს შსს–სგან ორი დღეა ელოდება.
| Print |