სამართალი
"ერთად გაზრდილები იყვნენ, მეგობრობდნენ" - საკირეში კაცმა მეგობარი მოკლა და ცოლი დაჭრა
მკვლელობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში. სოფელ საკირეს მკვიდრმა კობა სამსონიძემ ეჭვიანობის ნიადაგზე თანასოფლელს სანადირო თოფით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა, მეუღლე კი ცივი იარაღით დაჭრა.

შემთხვევა 28 ოქტომბერს, სამსონიძის საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა. დაჭრილი ქალი ბორჯომის ჯეო-ჰოსპიტალის კლინიკაშია გადაყვანილი, სადაც მკურნალობა უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რომელიც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

| Print |