სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების რვა ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდარღვევები გამოვლენილია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის, ანდეზიტის, ტიმოთესა და დაბა ბაკურიანის მიმდებარე სატყეო უბნებში.

მოქალაქეებმა, უკანონოდ მოიპოვეს 14 ერთეული სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე.

სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმები.

| Print |