სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი - პენიტენციური სამსახური
პენიტენციური სამსახურის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების პრევენციის მიზნით და მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე პატიმარი მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილია მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში.
დამატებით ინფორმაციას საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით", - ნათქვამია განცხადებაში.