სამართალი
ახალციხეში 10 წლის ბავშვს ავტომობილი დაეჯახა
ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე, დაახლოებით, 15:30 საათზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 10 წლის ბავშვს, რომელიც ცენტრალურ გზას კვეთდა, მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

შემთხვევის შედეგად ქვეითი დაშავდა, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კლინიკის მენეჯერის თქმით, მოზარდს დაზიანება სახეზე აღენიშნება.

“ხილული დაზიანება, რაც ერთი შეხედვით ჩანს, ექსკორიაციებია სახის არეში. მიმდინარეობს კვლევა, რომლის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას", - გვითხრა სოფიო მორგოშიამ. 

რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება - პასუხს შსს-დან ველით. 
| Print |