სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 46 ფაქტი დაფიქსირდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2021 წლის პირველი ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 268 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის შვიდი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 167 ფაქტი გამოვლინდა კახეთში.

სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა 46 სამართალდარღვევა, ქვემო ქართლში - 22, აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლშიც - 6, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 4, მცხეთა-მთიანეთშიც - 4, რაჭა-ლეჩხუმი - ქვემო-სვანეთში - 3, გურიაში კი 1 სამართალდარღვევა გამოვლინდა.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 313 კუბურ მეტრამდე ხე-ტყე.

ამავე პერიოდში, დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 25 ფაქტი. ასევე, ამოღებულია ოთხი ერთეული არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.
| Print |