სამართალი
უდეში სოფელ არლის მკვიდრი, 24 წლის მამაკაცი დაჭრეს
ადიგენის სოფელ უდეში ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა 18 დეკემბერს მოხდა. ადგილობრივების თქმით, 24 წლის ბიჭი, რომელსაც გულ-მკერდის არეში ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, სოფელ არლიდან არის.

დაჭრილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის მენეჯერის თქმით, პაციენტს გულ-მკერდის არეში შემავალი ერთი ჭრილობა აქვს და მას ოპერაცია ამ წუთებში უტარდება.

„საკმაოდ მძიმე დაზიანება აქვს. სტაბილურია მდგომარეობა, ჯერჯერობით მეტი დეტალი არ ვიცით, ოპერაციაზეა შეყვანილი. სავარაუდოდ, თბილისში გადავიყვანთ“, - გვითხრა სოფიო მორგოშიამ.

მამაკაცი, რომელსაც ახლობლები 24 წლის ბიჭის დაჭრაში ადანაშაულებენ, სოფელ უდედან არის. რა გახდა კონფლიქტის მიზეზი, ამაზე დაჭრილის ნათესავები ვერ საუბრობენ.

რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება და გამოიკითხა თუ არა სავარაუდო ბრალდებული - ამ კითხვებზე პასუხს შსს-გან ამ დრომდე ველით.

| Print |