სამართალი
ერთი გარდაცვლილი, ორი დაშავებული - ავარია ახალქალაქში
ახალქალაქის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. jnews.ge-ს ინფორმაციით, „ოპელის“ მარკის ავტომობილი, რომელსაც ახალგაზრდა მამაკაცი მართავდა, ხეს შეეჯახა.

31 წლის მძღოლი გარდაიცვალა, მისი ცოლი და შვილი კი მოტეხილობებითა და ჰემატომებით ახალქალაქის რეფერალურ საავადმყოფოში შეიყვანეს. პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ, ორივე პაციენტი თბილისში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმების თქმით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |