სამართალი
ახალციხეში სახლი გაქურდეს
ახალციხეში რუსთაველის 99 და 101 ნომერ საცხოვრებელ კორპუსებში მდებარე ორ ბინაში უცხო პირები შევიდნენ. ერთი სახლიდან წაღებულია ოქრო, მეორე სახლში კი, რომელიც დაკეტილი იყო, მეპატრონეს დანაკარგი ჯერ არ აღმოუჩენია.

დაზარალებული ამბობს, რომლის სახლში 10 ან 11 იანვარს შევიდნენ, როდესაც ის ქალაქში არ იმყოფებოდა. სახლში დაბრუნებულს ნივთები არეული დახვდა, 6 000 ლარამდე ოქრო კი წაღებული.

შსს-ში ამბობენ, რომ ბრალდებული ჯერ არ დაუკავებიათ, გამოძიება სსკ- ის 177 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.
| Print |