სამართალი
ახალციხეში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
ახალციხეში ხანძარს 58 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა დღეს, 25 იანვარს, საღამოს მოხდა. გარდაცვლილი საკუთარ საწოლში დისშვილმა იპოვა.

ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ მამაკაცი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ანთებულ სიგარეტთან ერთად ჩაეძინა.

ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს. შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ მეხანძრე-მაშველები და სამართალდამცველები. რომელი მუხლით დაიწყო გამოძიება - შსს-დან პასუხს ამ დრომდე ველით.

| Print |