სამართალი
სამცხე-ჯავახეთში ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობის 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ სარგებლობის 2 ფაქტი გამოავლინეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ თისელის მიმდებარედ, მოქალაქემ ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე მოიპოვა და განახორციელა 2 ძირი წიწვოვანი სახეობის ხე-ტყის ტრანსპორტირება.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა 15 ერთეული დაუფირნიშებელი მრგვალი მორი და ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე განახორციელა მისი ტრანსპორტირება.

შედგა შესაბამისი ოქმები. საქმის მასალები, შემდგომი განხილვის მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოებში გადაიგზავნება.
| Print |