სამართალი
ახალცხეში, ადიგენსა და ბორჯომში უკანონო ტყითსარგებლობის ფაქტები გამოავლინეს
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამნტის ინფორმაციით, ახალციხეში გაჩერებული მანქანის ძარაზე 0,5 კუბ. მ. პირველადი გადამუშავების პროდუქტი - ფიცარი იყო განთავსებული. მძღოლმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.

ბორჯომის, ადიგენისა და ახალციხის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეებმა 27 ერთეული წიწვოვანი სახეობის მრგვალი მორი, 0,5 კუბ. მ. წიწვოვანი სახეობის საშეშე მერქანი და ერთი ერთეული ფოთლოვანი სახეობის მრგვალი მორი უკანონოდ მოიპოვეს და შემდგომში მისი ტრანსპორტირება განახორციელეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, შედგენილია შესაბამისი ოქმები. მასალები შემდგომი განხილვის მიზნით, რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
| Print |