სამართალი
დავით მელიქიძის მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს ინტერპოლი ეძებს
ქართველი პოლიციელების მიერ, ექვსთვიანი უშედეგო სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მკვლელობაში ბრალდებული ძმების დასაკავებლად პროკურატურამ ინტერპოლს მიმართა. წითელი ცირკულარით ეძებენ დავით და შოთა ბაღდოშვილებს, რომლებიც მეათე თვეა მიმალვაში არიან. მათი კვალი აბასთუმანში, მკვლელობის ადგილიდან ქრება. კურცხანას ხეობაში მომხდარი დაპირისპირების დროს, ერთი პირი დაიჭრა, მეორე კი გარდაიცვალა. საქმე უკვე სასამართლოშია, სხდომები ბრალდებული პირების გარეშე მიმდინარეობს.

| Print |