სამართალი
ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხეში - დაზიანებულია 10 ავტომობილი
ახალციხეში, რაბათის უბანში თოვლიანი გზისა და ცუდი ხილვადობის გამო, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიყოლებით 10 ავტომობილი დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

თვითმხილველის ციალა შავაძის თქმით, თავდაპირველად ერთი მანქანა დაზიანდა, შემდეგ კი მიყოლებით 9 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს.

,,მოვიდა პატრული, მაგრამ უკვე გვიანი იყო. გზა მოყინული იყო და მარილი არ იყო მოყრილი. დაშავებით არავინ დაშავებულა, რადგან ყველა მათგანი ნელა მოძრაობდა. მსხვერპლი არ არის, მხოლოდ მანქანებია დაზიანებული"
გვიყვება ციალა შავაძე.ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში კი აცხადებენ, რომ თოვის დროს მარილის მოყრა არ ხდება და როცა საშუალება მიეცათ მაშინვე მოახდინეს შესაბამისი რეაგირება.

,,ინტენსიური თოვის დროს არაეფექტურია მარილის დაყრა, შესაბამისად, როცა ამის საშუალება მოგვეცა "სერვისჯგუფის"თანამშრომლები ორ სხვადასხვა ლოკაციაზე გადანაწილდნენ და ამ დროისთვის მთელი ქალაქი ათვისებულია"
- განაცხადა ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ვაჟა გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, რომ ახალციხეში უამინდობა ერთი კვირაა რაც გრძელდება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მომავალ კვირას ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა.

| Print |