სამართალი
სასაზღვრო პოლიციამ "ვალეს" მონაკვეთზე უცხო ქვეყნის 9 მოქალაქე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ "ვალეს" დასაცავ მონაკვეთზე, საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე ბანგლადეშის რესპუბლიკის 8 და თურქეთის რესპუბლიკის 1 მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით, უკანონოდ, ჯგუფურად ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს",
- ნათქვამია სასაზღვრო პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
| Print |