სამართალი
ავარია ახალქალაქის გზაზე - არიან დაშავებულები
დღეს ახალციხე–ახალქალაქის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, შედეგად 3 პირი დაშავდა. ერთმანეთს ტრაილერი და მიკროავტობუსი შეეჯახა. ინფორმაციას jnews ავრცელებს. დაშვებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ახალციხის და ასპინძის კლინიკებში გადაიყვანეს.

"სამივე დაშავებული ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი და გამოკვლევები უტარდებათ. ორი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა ერთის კი შედარებით მძიმე. "
- გვითხრეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

| Print |