სამართალი
როგორია ბორჯომში დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა?
1 მაისს, ბორჯომში შუახნის ქალი ქმარმა დაჭრა, მას მრავლობითი ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. დაჭრილს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ამ ეტაპზე იგი კლინიკაში პოსტოპერაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.

ბორჯომის „ჯეო ჰოსპიტლის“ ხელმძღვანელმა ირაკლი დიასამიძემ "მეცხრე არხთან" საუბრისას განაცხადა, რომ რომ პაციენტს ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარდა და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია.

"ქალბატონს ზურგის და გულ-მკერდის არეში ჰქონდა მრავლობითი ჭრილობა, იყო რამდენიმე შემავალი ჭრილობაც, გაუკეთდა ოპერაცია და ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია" - აღნიშნა "მეცხრე არხთან" კლინიკის ხელმძღვანელმა.

რა გახდა შუახნის ქალის დაჭრის მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.
| Print |