სამართალი
კარწახის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტი ამოიღეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებში ,,სადახლო-საავტომობილო“ და ,,კარწახი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღმოაჩინეს. საქართველოს, სომხეთისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების, ფიზიკური და კუთვნილი ავტომანქანის დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში 11 900 ღერი, არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს მ.კ.-ს ჯარიმის სახით 1000 ლარი შეეფარდა, ხოლო არადეკლარირებული საქონელი და კუთვნილი ავტომანქანა ჩამოერთვა. რაც შეეხება, სამართალდამრღვევ საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებს ა.კ.-სა და გ.შ.-ს, მათ ჩამოერთვათ არადეკლარირებული საქონელი და დაჯარიმდნენ 1000 ლარის ოდენობით.
| Print |