სამართალი
მკვლელობა ასპინძაში - გარდაცვლილი 36 წლის მამაკაცია
ასპინძის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 36 წლის მამაკაცი, ხოლო ერთი პირი დაჭრილია. ინციდენტში მონაწილე პირები სოფელ ტოლოშიდან არიან. ადგილობრივების თქმით დაბის ცენტრში, ე.წ. "ძველის" მაღაზიის მიმდებარედ ისინი ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. რა გახდა დაპირისპირების მიზეზი უცნობია. 

ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, რომ მამაკაცი მათთან უკვე გარდაცვლილი მიიყვანეს. მას ყელის არეში ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა.

"ჩვენთან გვამი შემოიყვანეს უკვე. რაც შევხედეთ ყელზე ჰქონდა ღრმა ჭრილობა. ელოდებიან ექსპერტს და გადაასვენებენ ალბათ. 8-ს აკლდა წუთები რომ შემოიყვანეს," - აცხადებენ ასპინძის სამედიცინო დაწესებულებაში. 

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მამაკაცი კლინიკაში მათ ჯგუფს არ შეუყვანია, რადგან იგი მომხდარის შემდეგ თვითდინებით არის გადაყვანილი.

"მეცხრე არხი" დეტალებს აზუსტებს.
| Print |