სამართალი
მოკლულს და მკვლელს ნათლიობა აკავშირებდათ - რას ჰყვებიან ასპინძაში მომხდარ მკვლელობაზე

ასპინძაში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. სოფელ ტოლოშის მაცხოვრებლების თქმით, მოკლულს და ბრალდებულს ნათელმირონობა აკავშირებდათ. გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებულის შვილის ნათლია იყო.

თანასოფლელებს მკვლელობის მოტივზე საუბარი უჭირთ და აცხადებენ, მათ წარსულში კონფლიქტი არ ჰქონიათ.

ბრალდებულის დედა "მეცხრე არხთან" საუბრისას აცხადებს, რომ მკვლელობის სავარაუდო მიზეზი ეჭვიანობა გახდა.

შეგახსენებთ, რომ ასპინძის მუნიციპალიტეტში მკვლელობა გუშინ, 5 მაისს მოხდა. სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

| Print |