სამართალი
ახალციხეში მდინარეში ახალგაზრდა ქალი გადავარდა
დღეს ახალციხეში, მდინარე ფოცხოვში 33 წლის ქალი გადავარდა.

როგორც "მეცხრე არხს" კლინიკა "იმედში" განუცხადეს, ქალბატონი კლინიკაში შოკურ მდგომარეობაში შეიყვანეს. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

"სასწრაფო რომ მივიდა ადგილზე, უკვე ამოყვანილი ჰყავდათ. რომ მოიყვანეს შოკში იყო, ამ დროისთვის კონტაქტურია და უკეთესადაა" - განაცხადა გია ბარძიმაძემ.


"მეცხრე არხი" აზუსტებს დამატებით დეტალებს.
| Print |