სამართალი
მდინარეში გადავარდნილი ავტომობილი წყლიდან ამოიყვანეს

სამსაათიანი მცდელობის შემდეგ მდინარეში გადავარდნილი ავტომობილი წყლიდან ამოიყვანეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურმა მანაქანის მდინარიდან ამოყვანა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით შეძლო.

ორი ავტომობილი ბორჯომი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე ერთმანეთს შეეჯახა. ავტომობილი, რომელშიც ბორჯომის სკოლის მეთორმეტეკლასელები ისხდნენ, მდნარეში გადავარდა.ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი, ხოლო სამი დაშავებული დახვდა. სამივე მათგანი მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის კლინიკა "ჯეო ჰოსპიტალშია" გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით არის დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
| Print |