სამართალი
ავარიის შედეგად მამაკაცი დაშავდა
ახალქალაქი-ნინოწმინდის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს, ოთხ ივნისს მოხდა. მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ინფორმაციას ATV12 ავრცელებს.

შემთხვევის შედეგად მძღოლი დაშავდა. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მას ადგილზე აღმოუჩინა პირველადი დახმარება. კლინიკაში გადაყვანა საჭირო აღარ გახდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლმა სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა.
| Print |